ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში რამდენიმე ღოსიძიება გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიების საერთო ხაზი – თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს.
საღამო ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და მთლიანად დაეთმობა ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს.

ეკა ტოგონიძე, ნინია სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი და ზვიად კვარაცხელია საკუთარ ნაწარმოებებს წარადგენენ და ისაუბრებენ. თუ როგორ გაიაზრა ქართულმა ლიტერატურამ საბჭოთა ოკუპაცია.

ასევე, ორბელიანების სასახლეში გაიმართება კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას ფილმის “გაფითრებული თებერვლის ლანდი” ჩვენება, ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, “მოძრაობის თეატრი” საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილ პერფორმანსს წარადგენს, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – დღეს გაცილებით ძლიერი ვართ, შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია