ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები გრძელდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქუჩაზე მიმდინარეობს.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარები და სანიაღვრე ქსელი.

ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„აღნიშნულ მისამართზე მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი არასდროს ჩატარებულა. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას მოუგვარდება გადაადგილების პრობლემა. ჩვენ ინტენსიურად განვაგრძობთ შემოერთებულ ტერიტორიებზე მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მიღწეული შეთანხმება ქვეყნის გამარჯვებაა