ოპოზიციისთვის მიუღებელია, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდეს, სწორედ ამ მიზნით ესხმიან თავს კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს – მიქანაძე

ოპოზიცია საპირისპიროდ ბრალდებებით გვესაუბრება, მიუთითებენ იმაზე, რომ მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს 12 პუნქტის შესრულება და მათთვის მიუღებელია ეს გეგმა „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა კრიტიკულ განცხადებებს.

„ოპოზიციის მხრიდან მორიგ სპეკულაციას ვისმენთ იმის ნაცვლად, რომ ამ პროცესში ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მაშინ, როცა მაქსიმალური გამჭვირვალობის მქონე პროცედურას ვთავაზობთ, ამის საპირისპიროდ ბრალდებებით გვესაუბრებიან და მიუთითებენ იმაზე, რომ მათთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს 12 პუნქტის შესრულება და მათთვის მიუღებელია, ეს გეგმა „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდეს. მათი მიზანია, ეს პროცესი როგორმე დააზიანონ. სწორედ ამ მიზნით კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს თავს ესხმიან და ემიჯმებიან რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მათი ნებისმიერი განცხადება არის მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დააზიანონ და მის საწინააღმდეგოდ იმოქმედონ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქში სკოლასთან ავტომობილი 9 წლის ბავშვს დაეჯახა
შემდეგი სტატიამოქალაქემ ბებოს, რომელიც სალაროსთან ხურდებს ეძებდა, 100 ლარი აჩუქა