ოპოზიციის უსინდისო და უპასუხისმგებლო ინიციატივა – ექსპერტის პასუხი

ცესკოს დამკვირებელსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრის დენის დავითაშვილის განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანა უდევს საფუძვლად.

როგორც დავითაშვილი აცხადებს  ცესკოს ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი სკანერების შეძენის, რადგან პირველ რიგში, ეს ყველაფერი საკანომდებლო თვალსაზრისით დღის წესრიგით ვერ დადგება. „პირველი სულ ახლახანს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო. ვადაკონკრეტული საკითხების განხილვის დასრულებულია. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ პრეტენზიების წამოყენება ხდება ხდება მაშინ, როდესაც გამოცხადებულია არჩევნების თარიღი, დაწყებულია საარჩევნო ციებ-ცხელება. ხარატიშვილმა კარგად უნდა იცოდეს,რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული. საინტერესოა, როცა თავის დროზე, თავმჯდომარე იყო ამდაგვარი კითხვები რატომ არ დააყენა? და ეს, შეცდომაში შეყვანაა მოსახლეობის. ახლა კანონი ძალაშია, მოკლედ, პოპულისტული განცხადებაა და რაც მთავარია, მოსახლების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ეს არის არ ნახული უსინდისობა!“- განაცხადა დავითაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძისა და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკომ სკანერი უნდა შეიძინოს, რომლის მეშვეობითაც აიტვირთება ბიულეტენი და ამით ყოველგვარი საარჩვენო გაყალბება თავიდან აცილებული იქნება.

banner
წინა სტატიაშიარის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში აზიური ფაროსანა?
შემდეგი სტატია„დღის მეორე ნახევარში საქართველოში იქნება შესაბამისი თვითმფრინავები და ვერტმფრენები“ – მიხეილ ჯანელიძე