ზოგადად, სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს, დღეს საშუალება გვაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ – იოსელიანი

როცა საქმე სასამართლოს ეხება, მნიშვნელოვანია დეტალურად გვესმოდეს, სასამართლოში რა პრობლემებია დაგროვილი. საჯაროდ ბევრ რამეს ვისმენთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი იმაზე დადის, რა ინსტრუმენტები არსებობს ამის გადაჭრის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს.

„ოთხი ტალღის თაობაზე დოკუმენტი მოვამზადე, რომელმაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი ვერ უზრუნველყო, რაც იქნებოდა გარანტია ევროკავშირის სტატუსის მინიჭების. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ყველა იყოს ჩართული, მათ შორის სამოქალაქო სექტორი, რადგან ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან, რათა ისეთი ცვლილებები მივიღოთ, რაც სასამართლოს აუმაღლებს ნდობას და ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს შეკვეთების განხორციელებით, ისინი ახლა მუშაობას არათუ აგრძელებენ, არამედ წახალისებული და დაწინაურებული არიან უზენაეს სასამართლოში. ზოგადად, სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს. დღეს საშუალება გვაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს ასეთი ძალაუფლება, გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს ერთპიროვნულად, იუსტიციის სკოლა უნდა იყოს უფრო გახსნილი, სადაც ყველა შეძლებს მოხვდეს და მოსამართლის კარიერა გაიკეთოს. რაც მთავარია, იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან პარლამენტში მოხვედრა ასეთი გაუგებარი არ უნდა იყოს. დანიშვნებისას სისტემის გარედან ვერცერთი მოსამართლე ვერ მოხვდა. ეს მიუთითებს, რომ სისტემა დაკეტილია და ვისაც იურიდიული კარიერის გაკეთება უნდა, ამის საშუალება სასამართლოში არ აქვთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შესახებ
შემდეგი სტატიაოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ რამე ზომები გატარდეს, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი – პაპუაშვილი