ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგზე უარს ხელისუფლება ამბობს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებისთვის ხელისუფლება მზად არ არის.

„ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ. მოლაპარაკება და დიალოგი შეწყვიტა ივანიშვილმა, როცა გამოგვიცხადა, ფეხებზე მკიდიხართ ყველაო. შემდეგ მოუწია საერთაშორისო წნეხის ქვეშ დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან. იქაც ჩვენ მოვიფიქრეთ გამოსავალი. ჩვენ მზად ვართ, მათ სათქმელი არაფერი აქვთ“ ,- განაცხად „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ძალიან მცირეა.

„მოლაპარაკებების რესურსი ხელისუფლებასთან ძალიან სუსტია. იმ დიალოგზე, რომელიც დაიწყო საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით, სამწუხაროდ, რუსული დიპლომატიის, მაგათი მამამთავრის შესაბამისად იძახიან არას“ ,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ოპოზიციასა და და მმართველ პარტიას შორის კომპრომისის მიღწევის მიზნით, დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე დღეს დიპლომატებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე ხელისუფლებაზე- ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დეპორტირებულთა საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის გადახდისკენ კიდევ ერთხელმოუწოდა