ოპოზიცია უკრაინაში ელჩის დაბრუნებაზე – სამეზობლოში გვყავს ერთი მეგობარი და იმ ერთისგან გამოიწვიეს ელჩი

ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, დააბრუნოს უკრაინაში ელჩი, იძულებული ნაბიჯია. მათივე თქმით, თავის დროზე, უკრაინიდან ელჩის გამოწვევა დიდი შეცდომა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო.

“ჩვენ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის დომინაციიდან გასვლა, მთავრი მოკავშირე ჩვენი ამ პროცესში არის უკრაინა. რაღაც თამაშები ამასთან მიმართებაში, პრეტენზიები უკრაინასთან, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს ძალიან დაბალი სტანდარტის პოლიტიკაა”,- თქვა გედევან ფოფხაძე.

სამეზობლოში გვყავს ერთი მეგობარი და იმ ერთისგან გამოიწვიეს ელჩი, მეტი რა უნდა ვთქვათ ამ მთავრობაზე, – აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა

“საქართველოს, ახლა კი არა საერთოდ ისტორიულადაც რომ გადავხედოთ, რუკას ჩვენ გვერდზე ვინ არიან, ერთი მეგობარი გვყავს მთელ მსოფლიოში, რომელთანაც არასდროს არც გვიომია, არც ტერიტორია წაგვირთმევია, არც იმას წაურთმევია, ჩვენ სამეზობლოში გვყავს ერთი მეგობარი და იმ ერთისგან გამოიწვიეს ელჩი, მეტი რა უნდა ვთქვათ ამ მთავრობაზე, შეუძლებელია ამის შეფასება”,-ამბობს კუკავა

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში
შემდეგი სტატიაქვეყანაში 50-70%-მდე ბრიტანული შტამი ცირკულირებს