ოპოზიცია ლევან იზორიას ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნის თაობაზე აკრიტიკებს. როგორც “ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ელჩად დანიშვნა გერმანიაში მაშინ, როცა ის კორუფციულ სკანდალშია გახვეული, საქართველოს მხრიდან ცუდი სიგნალია. მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ იზორია რაიმე დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნებს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელჩად ოფიციალურად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიალიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს