ოპოზიცია ლაშა თორდიას საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დღეს ბიუროს სხდომაზე მოითხოვს

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმის გამოსაძიებლად, საპარლამენტო ოპოზიცია დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის წინადადებას დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებს. აღნიშნულის ინიციატორები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან:

“უნდა შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, საქმე გვაქვს კონსტიტუციური თანამდებობის პირზე, ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან თავდასხმაზე. საუბარია ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორზე, ადამიანზე რომელიც ახლაც არაფორმალური მმართველი არის ყველა ძალოვანი უწყების და შეუძლებელია გქონდეს ობიექტური გამოძიების იმედი,“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ოპოზიცია ოთარ ფარცხალაძეს, ძალოვანი უწყებების არაფორმალურ მმართველად მოიხსენიებენ და მიმდინარე გამოძიებას არ ენდობიან:

„პროკურატურა, საგამოძიებო სტრუქტურები, არა მარტო თვითონ ფარცხალაძე, ცდილობენ, ჩაფარცხონ და დამალონ ეს ფაქტი და იქით გადააბრალონ მსხვერპლს, მაგრამ მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება იმიტომ, რომ ამას ქართული საზოგადოება ნამდვილად არ მოითმენს,“ – აცხადებს ენმ-ის წევრი, გია ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშითორნიკე კაჭარავას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
შემდეგი სტატია„უმრავლესობამ დაინახა, რომ ის ვერ ფლობს სიტუაციას“ – სერგო რატიანი