ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 986 729 აცრაა ჩატარებული

3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 პროცენტია, სრულად კი ვაქცინირებულია 944 520 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1 პროცენტია.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 ოქტომბერს აიცრა 3 868 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიგენდერული საბჭო – ბოკუჩავა-პაპუაშვილის ინციდენტზე დადგინდა, რომ ქალის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
შემდეგი სტატიაცესკო – 58 საარჩევნო უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლის შედეგად, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა