დონალდ ტრამპის თქმით, პუტინის მიერ უკრაინის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად გამოცხადება გენიალური სვლა იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პუტინის მიერ უკრაინის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად გამოცხადება გენიალური სვლა იყო. ამის შესახებ ტრამპმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა.

“გუშინ სახლში შევედი, ჩავრთე ტელევიზორი და ჩემს თავს ვუთხარი – ეს გენიალურია! პუტინმა უკრაინის დიდი ნაწილი დამოუკიდებლად გამოაცხადა, ეს შესანიშნავია. ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია, შევა და მშვიდობისმყოფელი იქნება. ამ გზის გამოყენება სამხრეთ საზღვარზე ჩვენც შეგვიძლია”. – თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ჯო ბაიდენის ქმედებებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენს თეთრ სახლში არაფერი ესაქმება და მის დროს პუტინი ასეთ ესკალაციას ვერ გაბედავდა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და პუტინი ერთმანეთს “მშვენივრად” უგებდნენ. მისი თქმით, პუტინს კერკეტი კაკალია, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს.

“ის კერკეტი კაკალია, მას აქვს ქარიზმა და სიამაყე. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა”. – თქვა ტრამპმა.

 

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარები პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაუკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები განცხადებას გააკეთებენ