ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის არიან ქართველებიც – მეუფე შიო

პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ ქადაგებაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს არის ხსენება კიევის ქვაბულთა შინა დავანებულ წმინდა მამათა და სწორედ ისინი არიან უკრაინის მთავარი მფარველები. მიტროპოლიტმა მრევლს მოუწოდა, უკრაინისთვის ილოცონ.

„დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ხსენება კიევის ქვაბულთა შინა დავანებულ წმინდა მამათა. ეს კიეველი ღირსი მამები არიან მთავარი მფარველები უკრაინისა და როგორც არავინ, მათ იციან უკრაინის წარსულიც, აწმყოც, მომავალიც, რა არის უკეთესი ამ ქვეყნის სულიერი გადარჩენისთვის, მომავლისთვის. ამასთან დაკავშირებით საოცრად დაემთხვა. თქვენ ალბათ იცით, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და დიდი მწუხარებით აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედება კვლავაც გრძელდება. ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ქართველებიც. მისმა უწმინდესობამ მოგვიწოდა, მოგვცა ლოცვა-კურთხევა, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის და ასევე, პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპული ადამიანები“, – განაცხადა მეუფე შიომ.

banner
წინა სტატიაშიხერსონში, ბერდიანსკსა და კახოვკაში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები იმართება
შემდეგი სტატიამზად ვარ პუნტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს – ზელენსკი