ომის პარტიამ ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორა – კობახიძე დასავლელ პარტნიორებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბრატისლავაში პრემიერმინისტრის “უწყინარ და ლოგიკურ” განცხადებებს “აბსურდული” და “გაუგებარი” კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

კობახიძის თქმით, გლობალურმა ომის პარტიამ სცენაზე “ძველი და ახალი აგენტები გამოაგორა”.

“გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე მათ ვურჩევდი, მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ხოლმე საკუთარი აგენტები. გამოაგორეს ძველი ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები. ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. ანუ ყველა გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა გამოიყვანეს სცენაზე და ალაპარაკეს სრული აბსურდი იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთს მოსწონდა წინა ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს ნული პროგრესი – კობახიძე
შემდეგი სტატიათალაკვაძე – რადიკალური ოპოზიცია უკვე რეალურად არის დაშლის პროცესში, რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ მათზე საუბარს