ომის დანაშაულებში ბრალდებული რუსული ბრიგადა პუტინმა საპატიო წოდებით დააჯილდოვა

უკრაინაში ომის დანაშაულებში ბრალდებული რუსული ბრიგადა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საპატიო წოდებით დააჯილდოვა.

ორშაბათს ხელმოწერილ დოკუმენტში პუტინი 64-ე მოტომსროლელთა “დიდი გმირობისა და გამბედაობის” მქონე ბრიგადას ულოცავს. წერილში აღნიშნულია, რომ მათ “რუსეთის სუვერენიტეტი” დაიცვეს.

“წოდება აღიარებს თქვენს განსაკუთრებულ დამსახურებას, დიდებულ გმირობასა და გამბედაობას თქვენი სამშობლოსა და რუსეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაში.

უკრიანაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს გაბედული და გონიერი მოქმედებებით პერსონალი გახდა მისაბაძი მაგალითი სამხედრო მოვალეობის შესრულებაში, ვაჟკაცობაში, თავდადებასა და პროფესიონალიზმში”. – წერია წერილში.

banner
წინა სტატიაშინუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს სჭირდება გარკვეული გართობა და ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ – წულუკიანი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპულ 3 ქართველ მებრძოლს საქართველოში სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ