“ომეგას” სიგარეტის ფაბრიკამ მუშაობა განაახლა

კომპანია “ომეგა ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა,რომ ,,ომეგას” სიგარეტის ფაბრიკამ მუშაობა განაახლა.

,,კომპანია “ომეგა ჯგუფი” გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს თითოეული მოქალაქის ოჯახში და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვულოცავთ ახალ წელს “ომეგას” თანამშრომლებს, რომლებსაც მიეცათ საშუალება, რომ დაბრუნებოდნენ თავის სამუშაო ადგილს, აგრეთვე, ვულოცავთ მათ, ვინც ახლო მომავალში დაუბრუნდებიან კომპანიას, რადგან “ომეგამ “ მიიღო აქციზური მარკები, წარმატებულად განაახლა პროდუქციის წარმოება და ეს პროცესი იმედს იძლევა, რომ კომპანია შეძლებს ადრინდელი მოცულობით წარმართოს საქმიანობა თავისი თითოეული თანამშრომლის, ქვეყნის ბიუჯეტისა და საერთო მომავლის საკეთილდღეოდ.”-ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე – ხშირ შემთხვევაში, შეწყალების მექანიზმი არასწორად იყო გამოყენებული
შემდეგი სტატია,,ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1-ელ ივნისამდე შეიმუშაოს”