სოფო კილაძე – ხშირ შემთხვევაში, შეწყალების მექანიზმი არასწორად იყო გამოყენებული

შეწყალების მექანიზმი ხშირ შემთხვევაში, არასწორად იყო გამოყენებული, – ამის შესახებ წევრების მიერ პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფო კილაძემ განაცხადა კითხვაზე, წევრების მიერ კომისიის დატოვება ხომ არ უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებებს.

კილაძის თქმით, მას მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„სამწუხაროდ, ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმი ხშირ შემთხვევაში, არასწორად იქნა გამოყენებული. აქედან გამომდინარე საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ბევრ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. დიდი იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მომავალში ისე წარმართავს შეწყალების კომისიის საქმიანობას, როგორც ეს პრეზიდენტის პოსტს ეკადრება და როგორც ეს არის განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში“, – განაცხადა კილაძემ.

შეწყალების კომისია მისმა თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, ასევე რამდენიმე წევრმა დატოვა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

banner
წინა სტატიაში,,ბესელიას და ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არის ან ინფორმაციის არ ქონის შედეგი, ან პოლიტიკური სპეკულაცია”
შემდეგი სტატია“ომეგას” სიგარეტის ფაბრიკამ მუშაობა განაახლა