ომბუდსმენი ხარშილაძის საქმის ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

სახალხო დამცველი დავით ხარშილაძის საქმის ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ყველა იმ ფაქტის გადამოწმება და შემდეგ უკვე რეაგირება მოხდეს, რაზეც კითხვები არსებობს:

„ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ პროკურატურას უნდა გამოეძიებინა დაზიანებებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია და გადაემოწმებინა, თუ როდის და რა გარემოებებში მოხდა ასეთი დაზიანებების მიყენება. ასევე არის მნიშვნელოვანი საქმის დეტალები, მათ შორის პროცესუალური დარღვევები, რომელზეც თვითონ დაკავებული საუბრობს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ფაქტი იქნას გადამოწმებული და გამოძიების რეაგირება მოხდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა უჩა ნანაუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“კრწანისის” ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას საქმის გამოძიება შეწყდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო