ომარ ნიშნიანიძე: პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს

news
ავტ.: news აპრილი 14, 2016 13:51

ომარ ნიშნიანიძე: პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს

დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მთავრობამ ბევრად უკეთესად იცის, თუ როდის უნდა დაიწყოს საარჩევნო კამპანია.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს.

„მე მგონი, პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს. მთავრობამ უკეთესად იცის, რამდენი აქვს და რა შესაძლებლობები. ამიტომ მე გამართლებულად მიმაჩნდა, რომ საარჩევნო კამპანია სამი თვით ადრე დაგვეწყო და პრემიერმა თავისი მოსაზრება ნათლად დააფიქსირა. ერთმანეთის ჯინაზე საქმის გადაწყვეტა არ წაადგება არც საარჩევნო პროცესს და არც ქვეყანას“-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.

news
ავტ.: news აპრილი 14, 2016 13:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics