დავით ნარმანია: ახალდაბის გზაზე მცირე მეწყერი ჩამოვიდა

დავით ნარმანიას ინფორმაციით, ახალდაბის გზაზე მცირე მეწყერი ჩამოვიდა. მერის განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა დილიდან დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
მისივე თქმით, თბილისში წუხელ მოსულ ნალექს არსებითი შეფერხება არ გამოუწვევია.
“უხვი ნალექის შედეგად მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე მოხდა წყლის დაგუბება, თუმცა სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია”- განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიომარ ნიშნიანიძე მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში იყრის კენჭს
შემდეგი სტატია“მაგდა პაპიძეს, მკვლელობის ღამეს, ხელები გადატყავებული და სისხლიანი ჰქონდა”