ვოლსკი: არ მგონია, „ნაცმოძრაობაში“ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდეს მეცხრე კლასელებისთვის სავსებით უმტკივნეულო ინფორმაციას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში მშრალი ინფორმაციაა მოცემული და ისტორიის გადაწერის არანაირი მცდელობა არ არის.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, სახელმძღვანელოს ამ ნაწილის შემქმნელებმა სცადეს, პოლიტიკისგან დაცლილი ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ პერიოდის ქვეყნის ლიდერებზე.

„როგორ შეიძლება, იმ ვითარებას სიმძაფრე მოაკლონ, როცა გეუბნებიან, რომ შეცდომაა, როდესაც სააკაშვილს არ ასახელებ რეგიონულ ლიდერად, მას გიორგი სააკაძეს და დავით აღმაშენებელს არ ადარებ და ბიძინა ივანიშვილზე ამბობ, რომ ქველმოქმედი არ არის. ეს არის ის რეალობა, რაც გვაქვს. მეცხრე კლასელმა ბავშვმა ზოგადი ინფორმაცია უნდა იცოდეს, თუ ჩაღრმავებულად დააინტერესებს, ბიძინა ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი, თუ ჟვანია, ამას დეტალურად მოიკითხავს.

ეკლესიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში ათასამდე საქველმოქმედო პროექტია განხორციელებული, რაშიც სამ მილიარდ დოლარამდეა დახარჯული. ამ თემაზეც არ არის საუბარი, დასახელებულია ის, ამ ქვეყანაში თუ როგორ შეიძლება, მოიხსენიო სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ნიკო ნიკოლაძე და შეადარო, ვინ უფრო მეტი გააკეთა. პოლიტიკოსებიც შესაბამისად არიან მოხსენიებული. ვფიქრობ, რომ ეს გამოხატავს არსს „ნაცმოძრაობის“, რომ როგორმე სხვა დააკნინოს და საკუთარი თავი წარმოაჩინოს ჯორჯ ვაშინგტონად. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობაში“ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდეს ამ სავსებით უმტკივნეულო ინფორმაციას მეცხრე კლასელებისთვის, რომ არა სააკაშვილის ფაქტორი. ის მოითხოვს განდიდებას და ამ განდიდების მანიამ საქართველოში ჩამოიყვანა. წიგნში მშრალი ინფორმაციაა მოცემული, ისტორიის არანაირი გადაწერის მცდელობა არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტი – სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით, ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს
შემდეგი სტატიაბასილაია: იმედი გვაქვს, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიება იქნება თანმიმდევრული