ოლივერ ვარჰეი: ეს არის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ფასეულობა და მნიშვნელობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა

თუ ერთი რამ ვისწავლე საქართველოს შესახებ და საქართველოში, თუ შეიძლება ასეთი რამ გამოიკვეთოს, არის ის, რომ ეს არის ერი, რომელმაც ათასობით წლის განმავლობაში იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ეს არის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ფასეულობა და მნიშვნელობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა და ჩვენ გვინდა, ქვეყანას დავეხმაროთ ამ მიღწევის შენარჩუნებაში და ეს რომ გახდეს მასშტაბური, ეს რეფორმები უკავშირდება სამართლის უზენაესობას. ეს არის ფუძემდებლური ჩვენი თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის სურვილია, ქვეყანაში ყველა დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა.

„ჩვენ განვიხილეთ პარლამენტის წევრებთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან და კიდევ უფრო მეტი აქცენტები გაკეთდება ამაზე მომავალში. ჩვენ გრძელი სია გვაქვს საკითხებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს და იმედიანად ვრჩები იმ მოსაზრებებისგან რასაც ვიღებ ქვეყანაში ამ შეხვედრებზე. ძალიან ძლიერია მხარდაჭერა დემოკრატიის მიმართ და ვხედავ ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასა და ერთგულებას, საქართველო დგას ტრანსფორმაციის გზაზე და ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას ამაში. გვინდა, რომ ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა და ყველა სხვა დემოკრატიული პროცესი იქნას მხარდაჭერილი,“- აღნიშნა ვარჰეიმ.

banner
წინა სტატიაშიოლივერ ვარჰეი – ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში და ეს უნდა იყოს ყოველდღიური პროცესი და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშესახები
შემდეგი სტატიაოლივერ ვარჰეი- იმედი მაქვს, ჩემს მიერ ნახსენები ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა დაეხმარება საქართველოს, დააჩქაროს ევროკავშირთან ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია