ოლანდი: ისლამური სახელმწიფოს ვიდეო ფრანგებს ვერ შეაშინებს

ოლანდი: ისლამური სახელმწიფოს ვიდეო ფრანგებს ვერ შეაშინებს

onlandiსაფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ვიდეო, რომელიც ექსტრემისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ გამოაქვეყნა, ვერ აიძულებს საფრანგეთს, უარი თქვან მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.
“ჩვენ არაფერი შეგვაშინებს, არანაირ მუქარას არ შეუძლია საფრანგეთი ტერორიზმთან ბრძოლაში შეაჩეროს” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში ინდოეთში ოფიციალური ვიზიტისას.

ვიდეორგოლი, სადაც პარიზის ნოემბრის ტერაქტების სავარაუდო მონაწილეები არიან, ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთ არხზე იყო გამოქვეყნებული.
მიმდინარე მომენტში ნოემბრის მოვლენების 13 მონაწილე მოკლულია, ორი კი ძებნაში იმყოფება.

ვიდეო, სავარაუდოდ, სირიის ქალაქ რაკკაშია გადაღებული. ჯიჰადისტები კამერის წინ თავს აჭრიან ად ხვრეტენ ტყვეებს. ვიდეორგოლის სახელია “მოკალი ისინი ყველგან, სადაც ნახავ”.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთში მატარებელმა 55 წლის მამაკაცი გაიტანა
შემდეგი სტატიაკახა ცხადაძე პოსტის დატოვებას არ აპირებს