ოკუპრებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი, სოხუმში ყავის დასალევად ჩავიდა

საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტები ერთმანეთს სოხუმში შეხვდნენ.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 7 ივლის სოხუმში ვიზიტად ჩავიდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.
აფხაზური მედია არ აკონკრეტებს, თუ რა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ,,ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, მაგრამ აცხადებს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბასთან შეხვედრის შემდეგ, ანატოლი ბიბილოვი, რომელიც პირველად იმყოფება სოხუმში ვიზიტით, აფხაზმა მასპინძლებმა მოჰაჯირების ბულვარზე გაასეირნეს და ცნობილი ,,ბრეხალოვკის,, ყავაც გაასინჯეს.

 

banner
წინა სტატიაშირექს ტილერსონმა უკრაინის საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად კურტ ვოლკერი დანიშნა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს