ოკუპირებული ყირიმი უწყლოდ იქნება მომდევნო 5-10 წელი – დანილოვი

რუსებმა კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებით, ყირიმი უწყლოდ დატოვეს – აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. მისი თქმით, უახლოეს მომავალში დროებით ოკუპირებული ნახევარკუნძულის წყალმომარაგება ფიზიკურად შეუძლებელი გახდება – “შეუძლებელი იქნება ყირიმისთვის წყლის მიწოდება მომდევნო სამი, ხუთი, ათი წლის განმავლობაში, სანამ ეს კაშხალი არ აშენდება“ ამბობს დანილოვი.

უკრაინა აცხადებს, რომ აფეთქებული ჰესი შეკეთებას აღარ ექვემდებარება და საჭიროა ახლის აშენება.

banner
წინა სტატიაშიშემდეგ სასესიო კვირაში ჩვენ დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს და ეროვნულ ბანკს ვიხსნით საბოტაჟისგან, რასაც სალომე ზურაბიშვილი ატარებს – ზარქუა
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება და კურსის თამაში მათი ნება-სურვილის მიხედვით სურს, მათი ერთადერთი წუხილი ეს არის – ნადირაძე