ოკუპირებული გალის რაიონიდან, ზუგდიდში სასწრაფო დახმარების მანქანამ კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანა

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს ჩეღალის უბნიდან, ზუგდიდში სასწრაფო დახმარების მანქანამ კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანა.
სასწრაფოს ჯგუფი პაციენტს, ამჯერადაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ფახულანი-წყოუშის ადმინისტრაციულ საზღვართან დახვდა.ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია.

„ ეს გახლავთ შუახნის ქალი, რომელიც საბერიოს ჩეღალის უბნის მაღაზიის თანამშრომელია. მას ბოლო ერთი კვირაა მაღალი სიცხე აქვს და ამიტომ გადმოიყვანეს ზუგდიდის ინფექციურში”.-თქვა მან.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს, მოათავსეს ოკუპირებული საბერიოდან გადმოყვანილი, 50 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტრდა. ასევე,31 მარტს, ამავე სოფლიდან გადმოიყვანეს და ინფექციურში მოათავსეს 2 მცირეწლოვანი ბავშვიც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების კონტროლი განახორციელა