ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრები, გოჩა ასოშვილი, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ასოშვილი “გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან”, იტყობინება ოკუპირებული რეგიონის კაგებე” (КГБ). ის 5 აპრილს ახალგორის რაიონში, სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი“, – აცხადებენ დე ფაქტო რესპუბლიკის კაგებეში.

banner
წინა სტატიაშივინ რა გამაზა და ვინ ავტოგოლი გაიტანა კარგად გაიხსენონ – ბუაძე
შემდეგი სტატიასაქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით – სააკაშვილი