ოკუპირებული აფხაზეთი 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის

დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

ოკუპირებული აფხაზეთი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონს დამოუკიდებლად არ აღიარებენ, 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის.

ამის შესახებ რუსულ მედიას ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერმა განუცხადა. მისი თქმით, გამონაკლისი იქნება ის ქვეყნები, რომლებსაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული აქვთ ორმხრივი უვიზო შეთანხმება. სავიზო რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ ჩასულებსაც შეეხებათ.

აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარებენ.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე საჯარო რეესტრს კიდევ ერთი განცხადებით მიმართავს
შემდეგი სტატიატვირთის მოტყუებით, გადასახადების გადახდის გარეშე გატანისათვის 7 პირი პასუხისგებაში მისცეს