ოკუპირებულ ტერიტორიაზე „მრავალჟალიერის“ ხმა ისმოდა

????????????????????????????????????

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს „მრავალჟალიერის“ ხმა ისმოდა. ამის შესახებ ,,თაიმერს” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება კორსიკული ფოლკლორული ანსამბლის, „მერიდიანუსა“ და ანსამბლ „მაჩაბელას“ მიერ ერთობლივად შესრულებული „მრავალჟამიერით“ საზეიმოდ გაიხსნა.
ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რამდენიმე საათის განმავლობაში ქართული სიმღერის ხმა არ შეწყვეტილა. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა და სხვა მოწვეულმა ვოკალურმა და ქორეოგრაფიულმა შემსრულებლებმაც მიიღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფელ მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.
„მინდასრულიად საქართველოს სწორედ ამ ადგილიდან მივულოცო ეს მნიშვნელოვანი თარიღი,აქ ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი ძალიან მაღალია, აქ ქართული სიმღერა სხვაგვარადჟღერს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ 26 მაისი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრესოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად აღგვენიშნა“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლები დააჯილდოვა
შემდეგი სტატიადუბლინის ცენტრში ქართული დროშები აღმართეს