ოკუპირებულ ხერსონში ადგილობრივებმა უკრაინის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გამართეს

ოკუპირებული ქალაქ ხერსონის მცხოვრებლებმა უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქცია ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო.

დემონსტრაციაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო. „დიდება უკრიანას“- სკანდირებდნენ შეკრებილები, რომლებსაც თან უკრაინის დროშები ჰქონდათ მიტანილი.

რუსულმა ჯარებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი რამდენიმე დღის წინ დაიკავეს.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ბელაია-ცერკოვში დაბომბვის შედეგად 20 სახლი დაინგრა, არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიარეზნიკოვი – მტერი ყოველ სიცოცხლეზე, ყოველ ცრემლზე აგებს პასუხს, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!