ოკუპანტებმა კირილოვკას სოფლის უფროსი ივან მალეევი გაიტაცეს

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს რეგიონის კურორტ კირილოვკას სოფლის უფროსი გაიტაცეს, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედია ავრცელებს.
„დღეს, 2022 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა საბჭოს თავმჯდომარე ივან ვლადიმიროვიჩ მალეევი კირილოვსკის სოფლის საკრებულოს შენობიდან გაიყვანეს, ის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით“, – განაცხადა სოფლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარინა ლოგინოვამ.

ადგილობრივების თქმით, დილით მტრის ტექნიკამ სოფელს ალყა შემოარტყა.

„ადრე კირილოვკას ხელმძღვანელმა, მკაცრი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ რაშისტებმა საკურორტო სოფლის ირგვლივ სანგრების გათხრა დაიწყეს. ისინი სავარაუდოდ უკან დახევისთვის ემზადებიან“, – იუწყება სააგენტოც.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ზაპოროჟიეს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის ვაჟი გაიტაცეს
შემდეგი სტატიამარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა, იქ ჩვენი სამხედროები არიან – შმიგალი