ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან ახალი იარაღით პატრულირებენ – ვიდეო

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან ახალი იარაღით პატრულირებენ. ამის შესახებ “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს. მისი თქმით, საუბარია რუსული წარმოების უახლესი ანტიდრონის იარაღზე.

“ჩვენი დღევანდელი პატრულირების დროს, დავაფიქსირეთ ოკუპანტების პატრული, რომელიც როგორც აღმოჩნდა, აღჭურვილი იყო უახლესი ანტიდრონის იარაღით.

რომ არა აღნიშნული გარემოება, ორკების ამ გავლას ჩავთვლიდით რიგით, სტანდარტულ მოვლენად და თქვენი ყურადღების მიპყრობას არც კი შევეცდებოდით.

ამასობაში, დავადგინეთ ანტიდრონის იარაღის მოდელიც.

ეს გახლავთ რუსული წარმოების LPD – 801, რომელიც წარმოადგენს ორკების ერთ-ერთ ბოლო მოდელს აღნიშნულ იარაღებში.

საპატრულო ჯგუფს აქამდე არასოდეს ჰქონია პატრულირებაზე გამოტანილი LPD-801, რაც ასევე წარმოადგენს საკმაოდ მკვეთრ ცვლილებას ორკების საპატრულო წესდებაში.

ორკები ცალსახად ავითარებენ საკუთარ სამხედრო პოტენციალს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს წესით არ უნდა გვაძლევდეს,” – წერს ქაცარავა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის
შემდეგი სტატიაიზა ომაძე: ჩემო ნიკო ჩვენს შორის ყოველგვარი კანონზომიერება დაირღვა, ვერ ჩავდექი შენსა და სიკვდილს შორის