ოკუპანტები ხერსონის რეგიონში სამოქალაქო ტანსაცმელს აგროვებენ, გაქცევისთვის ემზადებიან – ბრაჩუკი

ხერსონის რეგიონში დამპყრობლები სამოქალაქო ტანსაცმელს აგროვებენ და გასაქცევად ემზადებიან,-ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

“ხერსონის რაიონის “სამხრეთის” წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეთა თქმით, რეგიონულ ცენტრში და რეგიონის სხვა დასახლებებში რუსი დამპყრობლები აქტიურად აგროვებენ სამოქალაქო ტანსაცმელს. ამგვარად, მათ სურთ არა მხოლოდ გაქცევისთვის მოემზადონ, და თუ ეს ვერ მოხერხდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარდნენ“, – ამბობს ბრაჩუკი.

„პარტიზანები მოუწოდებენ დამპყრობლებს გადაარჩინონ სიცოცხლე და შეხვდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აწეული ხელებითა და მიტოვებული იარაღით“, – დასძინა ბრაჩუკმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე 6 000 პარტიზანი ბრძოლობს. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს
შემდეგი სტატიახარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გაქცეული დამპყრობლები მასიურად ძარცვავენ მოსახლეობას – დაზვერვა