ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შსახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ო.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 აპრილს და 7 მაისს, ო.მ.-მ სოფელ ფონიჭალაში, მეუღლის დ.გ.-ს და არასრულწლოვანი შვილის მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ო.მ. 2018 წლის 10 მაისს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათბილისობასთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება