ოჯახი როგორც კაცისა და ქალის ერთობა- დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი რეფერენდუმს უცნობია

ამ დრომდე უცნობია დანიშნავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი რეფერენდუმს საკითხზე – ოჯახი როგორც კაცისა და ქალის ერთობა. გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე კვირა აქვს.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი აღნიშნული საკითხით ცდილობს ქვეყანაში არსებული პრობლემები გადაფაროს.

“ეს არის რუსული ნარატივი და ანტიდასავლური ნარატივი. თითქოს ვიღაც რაღაცას გვაძალებს. მდარე ხარისხის თემაა. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ არანაირი ფაქტობრივად გეგმა არ აქვს, არაფერი არ აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის და ამ თემით უნდათ გადაფარონ უმუშევრობა სიღარიბე, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ.”- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი.

banner
წინა სტატიაშიწინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე შეიზღუდება
შემდეგი სტატიაოპოზიცია თბილისის ბიუჯეტიდან თანხების არაჯეროვან დახარჯვაზე საუბრობს