წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე შეიზღუდება

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური წინამძღვრიშვილის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. წინამძღვრიშვილის ქუჩა (კონსტიტუციის ქუჩის კვეთიდან კიტა აბაშიძის ქუჩის კვეთამდე), 4 აგვისტოს, 15:00 საათიდან გადაიკეტება. აქედან გამომდინარე, ჯავახიშვილის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის დროებით ორმხრივი გახდება.

მიკროავტობუსები და ავტობუსები წინამძღვრიშვილის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩის გავლით, შეუხვევენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მათი ინდივიდუალური მარშრუტის შესაბამისად, გავლენ კლდიაშვილის, მარჯანიშვილის ან კიტა აბაშიძის ქუჩაზე და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : მე გამოვხატე მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც ჩემი, ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი
შემდეგი სტატიაოჯახი როგორც კაცისა და ქალის ერთობა- დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი რეფერენდუმს უცნობია