ანაკლიის პორტის პროექტს არაფერი ემუქრება, ყოველთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა და მომავალშიც ექნება

საქართველოს ხელისუფლებისთვის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდეს.

„ყველა ფორმატში, აშშ-სთან და სხვებთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, მხარდაჭერა მოვიპოვოთ ამ პორტის მშენებლობისთვის. სხვადასხვა პრობლემები იყო ინვესტიციების მოძიების მიმართულებით კონსორციუმის მიერ, რომელსაც პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტს არაფერი ემუქრება, ყოველთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა და მომავალშიც ექნება.

„სამწუხაროა, როცა პორტის ხსენება სხვადასხვა კონტექსტში და მისი პრიორიტეტულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ხდება, რაც ასე არ არის. ქვეყანას მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენით. თუ ასეთი პროექტი არ განხორციელდება, ძალიან გაგვიჭირდება, რომ საქართველომ სატრანზიტო პოტენციალი გამოიყენოს“, – განაცხდა თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ პროექტს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.

banner
წინა სტატიაშიოდიოზური პერსონაჟებით უწევთ მკვდარი პოლიტიკური პროექტის ვითომდა გაცოცხლება
შემდეგი სტატიაერთი ბატონის, ფეოდალის ხუშტურებზე ცეკვავს მთელი პარტია