ოდესაში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „წითელი ჯვრის“ ჰუმანიტარული დახმარების საწყობი განადგურდა

რუსეთის მიერ ოდესის ოლქის დაბომბვის შედეგად „წითელი ჯვრის“ ჰუმანიტარული დახმარების საწყობი განადგურდა და მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა შეჩერდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მთლიანად განადგურდა უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების ოდესის რეგიონალური ორგანიზაციის 1000 კვ.მ.-ზე მდებარე საწყობი. ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ჰუმანიტარული დახმარება ოდესის ოლქისთვის, რომელიც საწყობში ინახებოდა“, – აცხადებენ „წითელი ჯვრის“ პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის დროს ორგანიზაციის თანამშრომლები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.

ამასთან, „წითელი ჯვრის“ ცნობით, 7 მაისის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა „წითელი ჯვრის“ მიკოლაივის რეგიონული ორგანიზაციის მობილური საავადმყოფო.

banner
წინა სტატიაშივაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
შემდეგი სტატიალიეტუვის სეიმში გამოდიან ინიციატივით, საჯარო გახდეს იმ პირთა სია, ვინც საბჭოთა პერიოდში „კაგებესთან“ თანამშრომლობდა