“ოცნების” სკანდალი – ეკა ბესელიას “ომეგას” საქმეზე ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი გია აბაშიძე ფეისბუკზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით,„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას მმართველი პარტიის ერთ ნაწილთან დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ მის მიერ ქრთამის აღება გახდა:

“პოლიტიკური თვითწმენდა საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბით დაიწყება. ხვალ, ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც “ნაღმზე აფეთქდება” ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან. “ნაღმი” საკმაოდ ბანალურია – კორუფციის თემა.

წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების “მასწერ სპორტა”-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ქოცნებას”- წერს გია აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშიპაატა ჩახნაშვილი : აგრესია გადამდებია და მომავალ თაობას ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ აგრესია აუცილებელი არ არის
შემდეგი სტატიაზვიად ქორიძემ შეწყალების კომისია დატოვა