„ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე ლიდერობს

პარტია „ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე ლიდერობს. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კახა კალაძეს ამომრჩეველთა 56,1% უჭერს მხარს.

„წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე: ხვალ, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით გადანაწილდა:

კახა კალაძე -56,1%

ნიკანორ მელია-28.3%

გიორგი გახარია-6,2%

ანა დოლიძე-2,2%

პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ საველე სამუშაოები თბილისში, 4-8 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, ცდომილების ზღვარი არის 3%.

ანა ბიბილაშვილი-1,9%

გიორგი ლომია-1,3%

თამარ კეკენაძე-0,9%

მიხეილ ქუმსიშვილი-0,7%

სხვა კანდიდატები-2,4%

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის პირველი კვლევა მას შემდეგ, რაც დასრულდა ცესკო-ში კანდიდატების რეგისტრაცია და პარტიის სოციოლოგიურ ჯგუფს ჰქონდა შესაძლებლობა, არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტის თუ კანდიდატის შესახებ მიეღო ინფორმაცია.

„ხედავთ, რომ კახა კალაძე ამ მონაცემებით პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს. ასევე ლიდერობს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაფოთში ლაშა რუხაიას საარჩევნო ბანერი დააზიანეს