ოცნების დეპუტატი სამხარაძე მოქალაქეებს ურეკავს, აგინებს და ემუქრება (ვიდეო)

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მოქალაქეებს ურეკავს, აგინებს და ემუქრება.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია Facebook-ზე მოქალაქე ნათია გაბრავამ გაავრცელა, მოგვიანებით კი დეპუტატის მხრიდან მუქარის შემცველი ზარების შესახებ ინფორმაცია ფორმულას სტუდენტური ორგანიზაცია ნაბიჯის წევრმა ნინა თევზაძემ მიაწოდა.

ჩანაწერებში, რომელიც ფორმულამ გაშიფრა, დიმიტრი სამხარაძე იმუქრება:

“აჩვენეთ ყველას, მანდ ვინც გყავთ ქალაჩუნები და უთხარით, რომ დიტო სამხარაძე ერთადერთი აზრით ცხოვრობს ამ ქვეყანაზე – დედის ტრა*ს მოგი***ვთ ყველას. […]

რომ მოგაგნებ და დედას რომ მოგი***ავ, ესეც ხომ იცი, ხომ იცი, რომ შენს დედას მოვ***ავ. ჩემ ყ*ეს მოხვალთ თქვენ ხელისუფლებაში, ეს დაივიწყეთ. პიდარასტები და ლეზბიანკები ვერ მოდიან ხელისუფლებაში.

ფუ, თქვენი ბინძური დედას შევე*ი. შენი აყროლებული ნაცი დედას შევე*ი”, – ისმის სამხარაძის მუქარის შემცველ ჩანაწერებში.

მოქალაქე ნათია გაბრავამ გამოაქვეყნა სქრინი, სადაც ჩანს, რომ დიტო სამხარაძემ მას თავისი შვილის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნა დააბრალა, შემდეგ კი დაურეკა და დაემუქრა როგორც მას, ასევე მის მეგობარს.

“ჩვეულებრივი დაშინების მცდელობაა ეს ყველაფერი, რადგან მეტ-ნაკლებად აქტიური ადამიანი ვარ ამ პროცესებში და ყველა ხედავს, რომ აქტიურ ადამიანებს რას უკეთებენ – სცემენ, აშინებენ და ა.შ. და შესაბამისად, მგონია, რომ ეს არის ძალიან ფარსი, იაფფასიანი დადგმული პროვოკაცია, რაზეც ცდილობენ, რომ წამოგვაგონ, ჩვენ შევშინდეთ, სახლებში დავრჩეთ და მაგის გამო გარეთ არ გამოვიდეთ. საკმაოდ არასასიამოვნოა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მარტო საკუთარი თავი არ მაბარია, მყავს შვილი და რეალურად, ეს არის ჩემს მიერ გასაჯაროების ერთ-ერთი მიზეზი, რომ მინდოდა, ხალხს სცოდნოდა ეს ყველაფერი”, – ამბობს ნათია გაბრავა ფორმულასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: დღევანდელმა ახალგაზრდებმა სწორად და მიუკერძოებლად შეაფასეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ღვაწლი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთის ბრძოლაში