“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადება – “გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თითოეულ ჩვენ თანამემამულეს. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ: საქართველო რუსეთი არასდროს იქნება!
ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!”

“ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებს აქტიურად აგრძელებს. გუშინ საღამოს ყველამ ნათლად ვიხილეთ სამხედრო ექსპერტ უჩა აბაშიძის მიმართ განხორციელებული ყოვლად სამარცხვინო ე.წ. საგამოძიებო მოქმედებები.

ყველასთვის ნათელია, რომ მისი დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნითაა ნაკარნახევი.

ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში ვიხილეთ მათ ეზოში მობილიზებული ე.წ. ზონდერ დაჯგუფებები, რომლებიც ტელეკომპანიის თანამშრომლებისა და მიწვეული სტუმრების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას აპირებდნენ.

აგრეთვე, გუშინ საღამოს ივანიშვილის “ტიტუშკები” პოლიტიკოსებს თავს დაესხნენ – ბორის ჩელე ყურუასა და ნოდარ ჩაჩანიძეს.

ამასთანავე, ჭავჭავაძის გამზირზე არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი უკანონოდ დააკავეს, რომელთა დიდ ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

“რუსული ოცნების” მიერ დაორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ჩვენი თანამოქალაქეების ტერორი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თითოეულ ჩვენ თანამემამულეს.

კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ:

საქართველო რუსეთი არასდროს იქნება!

ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!” – წერია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიმე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია – გახარია მუქარის ზარებზე
შემდეგი სტატიაოცნების დეპუტატი სამხარაძე მოქალაქეებს ურეკავს, აგინებს და ემუქრება (ვიდეო)