,,ოცნების” აქტივისტს ბრალს დღეს წარუდგენენ-დალაქიშვილი პირველ ჩვენებას მისცემს

“ქართული ოცნების” ყოფილ აქტივისტს გოგიტა დალაქიშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალდებულის ადვოკატი ამ დრომდე არ ადასტურებს, რომ ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან აუდიო ფაილებია ამოღებული, სადაც სავარაუდოდ, მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ.
დალაქიშვილს ჩვენება არ მიუცია, ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, ადვოკატის განცხადებით, ჩვენებას დალაქიშვილი მხოლოდ ბრალის წარდგენის შემდეგ მისცემს.

“დალაქიშვილისთვის ბრალი არ არის ოფიციალურად წარდგენილი, შესაბამისად, ბრალის დადგენილებას ჩვენ არ ვიცნობთ. არც ის ვიდეო მასალა არ გადმოგვცემია, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა. სახლის ჩხრეკის შედეგად არ არის ამოღებული საქმისთვის მნიშვნელოვანი არანაირი მტკიცებულება და აქ არ არის საუბარი არანაირი მაღალჩინოსნების ჩანაწერებზე,“ – განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

banner
წინა სტატიაშიხანძარს ბოდბეში ასაკოვანი მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათბილისის პროკურორის მოადგილის ცემის საქმე-პროკურატურაში ინციდენტში მონაწილე გავაშელი გამოიკითხა