“ოცნების” აქტივისტები, ბათუმში, ენმ-ს ოფისთან ცოცხებითა და სტიკერებით მივიდნენ

ხმაურია ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, სადაც “ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდაჭერები ცოცხებით და სტიკერებით მივიდნენ. ამბობენ, რომ ამით სამოქალაქო აქტივისტების გუშინდელ საქციელს აპროტესტებენ, როდესაც მათ მმართველი გუნდის ოფისზე სტიკერები გააკრეს.

მმართველი გუნდის მხარდამჭერები ასევე ამბობენ, რომ ამ საქციელით სამოქალაქო აქტივისტებს სამაგიეროს უხდიან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, “ქართული ოცნების” აქტივისტებს ოფისზე სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო, საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა
შემდეგი სტატიაკელი: NATO-ს სჭირდება საქართველო პლურალისტული პარლამენტით