ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო, საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის კლდის ჩამოშლის გამო საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდე. ჯერჯერობით საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია, მიმდინარეობს ადგილზე ტექნიკის მობილიზება.

მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით“,- აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმამა ნექტარიოს მჭედლიძე დედა სოსანაზე – შეგვიძლია ჩავქოლოთ ადამიანი რომელსაც ქორწილის დღეს მეუღლე გარდაეცვალა?!
შემდეგი სტატია“ოცნების” აქტივისტები, ბათუმში, ენმ-ს ოფისთან ცოცხებითა და სტიკერებით მივიდნენ