კელი: NATO-ს სჭირდება საქართველო პლურალისტული პარლამენტით

“საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტული პარლამენტი”, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი twitter-ზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს.

“ნატოს სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტული პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ამ ორის წინაშე.
საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინ ამის მისაღწევად მუშაობს”, – წერს იან კელი.

ღარიბაშვილის ამბობს, რომ “საქართველოს ნატოში დაწინაურების დროა, მათაც ისე ვჭირდებით, როგორც ჩვენ ისინი”.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” აქტივისტები, ბათუმში, ენმ-ს ოფისთან ცოცხებითა და სტიკერებით მივიდნენ
შემდეგი სტატიაგოცირიძე: ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას