“ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ უნდოდა, მაგრამ მობილიზება იყო დიდი”

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ სურდა, თუმცა მას ამის გაკეთება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წამოსულმა წნეხმა აიძულა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საზოგადოება, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები, მობილიზებულები იყვნენ, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები ძალაში შესულიყო.

“იმდენად დიდი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და შეთანხმების შესრულების მოთხოვნა, რომ “ქართულ ოცნებას” გზა არ დაუტოვეს. მზად ვიყავით ჩვენც რომ ხმა მიგვეცა, უბრალოდ ვერ შეცვალეს ეს აღებული პირობა, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ არც ამ ცვლილებების მიღება უნდოდათ და ეს სიამოვნებით არ გაუკეთებიათ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – სააკაშვილი-ბოკერია-რურუას ტრიადამ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ამხილა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – სატრანსპორტო თვალსაზრისით ევროკავშირთან ჩვენ ურთიერთობებს არაფერი არ ემუქრება