“ობიექტური მონაცემებით, “ქართული ოცნების” სიაში, მე უნდა ვიყო”

გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გუგული მაღრაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე მუშაობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, სია ჯერ არ დაკომპლექტებულა და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

“ხვდებიან ახალ სახეებს. წინასწარ, არავინ იცის, ვინ იქნება სიაში და ვინ არა. ობიექტური მონაცემებით, მე უნდა ვიყო სიაში, მაგრამ – ვნახოთ. რა არის საჩქარო?! ორი თვით ადრე ქვეყნდება საარჩევნო სიები”, – განაცხადა მაღრაძემ “პირველ პრესკლუბში”.

კითხვაზე, რამდენად არის პარტიაში უთანხმოება სიებთან დაკავშირებით და რას ფიქრობს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებაზე, რომ პარტიაში ძველი სახეების ხილვა არ სურს, მაღრაძე აცხადებს, რომ პარტიის განახლება სრულიად ბუნებრივი პროცესია.

“ვერ ნახავთ ვერ ცერთ არჩევნებს, სადაც იგივე სიით გადიოდეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რაც ჰქონდა მანამდე. ასეთი ბუნებაში არ არსებობს. რა პროცენტით იქნება ძველი სახეები წარმოდგენილი, რამდენი კაცი იქნება სიაში და რა ფუნქციები ექნებათ, ეს უკვე მუშა პროცესია, რასაც პარტიის ბირთვი – კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და სხვები აკეთებენ. შემდეგ, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, “ქართული ოცნების” თოთოეული წევრი ნახავს ამას”, – განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, ზოგიერთმა პრეტენზია გამოთქვას, განაწყენდეს კიდეც, დემარშებიც იყოს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქვს ქვეყანაში.

“პარლამენტარობა არ არის მუდმივი. ყველა ადამიანს, ისევე როგორც პარტიას, თვისი არჩევანი აქვს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიათასობით ბრიტანელი მოსწავლე გაფიცვას გეგმავს
შემდეგი სტატია“2002-დან 2013 წლამდე, საქართველოს მოსახლეობა 15 პროცენტით შემცირდა”