“2002-დან 2013 წლამდე, საქართველოს მოსახლეობა 15 პროცენტით შემცირდა”

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ეს გაერო-ს მოსახლეობის ფონდს ჰქონდა ნავარაუდევი.

ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებული დინამიკა გაგრძელდება, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობას 28 პროცენტზე მეტი კლება ექნება.

“2002 დან 2013 წლამდე, საქართველოს მოსახლეობა 15 პროცენტით შემცირდა. 2014 წლის მონაცმეებით, ეს არის 3 713 804 კაცი, რაც 657 731 ით ნაკლებია, ანუ 15 პროცენტით არის შემცირებული მოსახლეობა. გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა 2010 წელს გამოაქვეყნა მოსახლეობის კვლევები საქართველოში, რის მიხედვითაც გვიწინასწარმეტრყევლა, რომ თუ მოსახლეობის კლება იგივე დინამიკით გაგრძელდებოდა, 2050 წლისთვის მოსახლეობა კიდევ 28 პროცენტით შემცირდებოდა, ჩვენ კი, უფრო მძიმე შედეგბი მივიღეთ”,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის კლება ყველა რეგიონში შეინიშნება, გარდა თბილისისა.

ჩიბურდანიძემ დღეს, პორტალ “კვირაში“ სტუმრობისას, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შდეგებზე საუბრისას, განაცხადა, რომ ეს იმით არის განპირობებული, რომ ბოლო პერიოდში თბილისს მიმდებარე სოფლები შემოუერთეს.

ჩიბურდანიძის განმარტებით, საქართველოს რეგიონებს შორის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში.

“მოსახლეობა ყველა რეგიონში იკლებს, გარდა თბილისისა, ეს კი გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ თბილისს შემოუერთეს მიმდებარე სოფლები და რ-ნები: მცხეთის, გარდაბნის სოფლები, სადაც, დიდი მოსახლეობა ცხოვრობს. ყველა დანარჩენ რეგიონი კლებაა. მძიმე მდგომარეობაა რაჭა-ლეჩხუმში, ქვემნო სვანეთში, სადაც 2002 – 20013 წლის მონაცემებით მოსახლეობამ 37 პროცენტით იკლო. შემდგომ არის, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც მოსახლეობამ იკლო 29 პროცენტით, ყველაზე ნაკლები კლება აჭარაში შეინიშნება, ეს არის 10 პროცენტი, მაგრამ აჭარის მოსახლეობაში კლება თითქმის არასდროს შეინიშნებოდა. ბოლო წლებში მცირედით იყო კლება, მაგრამ 10 პროცენტიანი კლება აჭარისთვის სერიოზული კლებაა. ყველაზე ხალხმრავალ რეგიონებს რაც შეეხება, იმერეთის რეგიონში არის 166 ათას კაციანი კლება. საქართველოს დიდ ქალაქებს შორის ყველაზე მძიმე მდომგმარეობაა ქუთაისში, მოსახლეობამ 28 ათასით იკლო. ეს მძიმე შედეგებია“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

banner
წინა სტატიაში“ობიექტური მონაცემებით, “ქართული ოცნების” სიაში, მე უნდა ვიყო”
შემდეგი სტატია„ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად განისაზღვროს არჩევნების თარიღი” – გიგი წერეთელი