ობამას, როგორც სამხედრო დამნაშავის დასჯას ითხოვენ

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გაჩნდა პეტიცია, სადაც აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას, როგორც სამხედრო დამნაშავის დასჯას ითხოვენ. მოწოდებაში მითითებულია, რომ ამერიკელი ლიდერის პროცესი ჰააგაში უნდა ჩატარდეს.
პეტიციის ავტორი თვლის, რომ ობამა დამნაშავეა არა მხოლოდ ამერიკელებთან, არამედ, მთელი მსოფლიოს მოქალაქეებთან. “ისტორიის არსებობაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე – გუანტანამო- ისევ ფუნქციონირებს. ლიბია ობამას აგრესიის შედეგად დაინგრა” – წერს პეტიციის ავტორი.

პეტიციაში ასევე საუბარია სირიაზე და პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე.
მოწოდება გუშინ გამოქვეყნდა. მიმდინარე მომენტისთვის მას ხელი 850 ადამიანმა მოაწერა. იმისათვის, რომ დოკუმენტი თეთრმა სახლმა განიხილოს, 9 მარტამდე 100 000 ხელმომწერი უნდა შეაგროვოს.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები
შემდეგი სტატიაამერიკელმა “მაკდონალდსში” ექვსი წლის წინ ნაყიდი “ჰეპპი მილის” ფოტო გამოაქვეყნა