ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ინვესტიციის აუცილებლობაზე ისაუბრა

ობამას ჯერჯერობით მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაუჭერია

obamaაშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ევროპაში სამხედრო განვითარება აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთს წინ აღუდგნენ.
“ჩვენ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების ინვესტირებას ვახდენთ, რომელიც აგრესიის შესაჩერებლად და ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების დასაცავად არის აუცილებელი” – განაცხადა ბარაკ ობამამ თავდაცვის მინისტრ ეშტონ კარტერთან თეთრ სახლში შეხვედრისას.

“ეს ევროპაში ჩვენი გეგმების გაფართოვებას გულისხმობს იმისათვის, რომ ნატოში ჩვენს მოკავშირეები რუსეთის აგრესიისგან დავიცვათ” – დაამატა ამერიკის ლიდერმა.

30 მარტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილილ ჰემონდმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიმისისიპის შტატში სექს-უმცირესობების პრეტენზიებისაგან დასაცავი კანონი მიიღეს
შემდეგი სტატიაMossack Fonseca-ს დამფუძნებელი: კომპანიას ჰაკერებმა შეუტიეს